დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
მარიმერი

მარიმერი  

მარიმერი არის ბუნებრივი პროდუქტი და წარმოადგენს ფიზიოლოგიურ, სტერილურ და მიკროდიფუზირებულ ზღვის წყლის ხსნარს. ის ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებითა და ზღვის მიკროელემენტებით. მარიმერი რეკომენდებულია ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ნაზალური არხების ყოველდღიური გაწმენდისათვის, განსაკუთრებით ცხვირის გამოშრობისა და გაჭედვისას.

მარიმერის მიკროდიფუზიური სისტემა უზრუნველყოფს ნაზალური სეკრეციების გაშრობას. დამცავი საწვეთურის წყალობით შესაძლებელია პროდუქტის უსაფრთხოდ გამოყენება ახალშობილებში. მარიმერის მიღება ნებისმიერ მდგომარეობაში არის შესაძლებელი.

ცხვირის ჰიგიენის სათანადოდ დაცვა ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან (როგორიცაა მაგ. ცივი ამინდი, ალერგია, მშრალი ჰაერი, დაბინძურება…) და ცხვირი საშუალებით ნორმალურ სუნთქვას.

 

ჩვენებები:

მარიმერის გამოყენება რეკომენდებულია მთელი ოჯახისათვის შემდეგი მიზნებისათვის:

ნაზალური არხების ყოველდღიური ჰიგიენისათვის

ცხვირის გამომშრალი ლორწოვანი გარსის დატენიანებისათვის

ცხვირ-ყურ-ხახის ინფექციების მკურნალობისას დამატებითი საშუალების სახით.

 

დოზირება:

1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 1-4-ჯერ, საჭიროების მიხედვით. მარიმერის გამოყენება შეიძლება ყოველ დღე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

გამოყენების წესი:

მოათავსეთ საწვეთური ნესტოში.

გადაწიეთ თავი გვერდზე და შეისხურეთ მარიმერი ნესტოში.

იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოში.

თავი უკან გადაწიეთ, რათა მოხდეს ლორწოვანი ნივთიერების გარეთ გამოდევნა, რის შემდეგაც დარჩენილი ჭარბი ხსნარი მოწმენდილი უნდა იყოს.

ჰერმეტული ქილა უნდა ინახებოდეს მზის სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 500C-ზე. ქილის გახვრეტა ან ცეცხლში გადაგდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცარიელია, არ შეიძლება.

 

გამოშვების ფორმა: 100%-ით გაზავებული სტერილური და იზოტონური ზღვის წყალი.

 

მწარმოებელი:  Laboratories GILBERT 14204 Herouville-Saint-Clair, საფრანგეთი