დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ჯოინტეისი
ჯოინტეისი 

გამოყენების რეკომენდაცია:
ჯოინტეისი შექმნილია ინგლისური ფარმაცევტული კომპანია “ვიტაბიოტიკსის” ექსპერტების მიერ. იგი წარმოადგენს გლუკოზამინისა და ქონდროიტინის უნიკალურ კომბინაციას ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ძვლოვან და ხრტილოვან ქსოვილში, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელი სახსრების შენარჩუნებას. იგი აუცილებელია აქტიური ცხოვრების სტილით და სპორტით დაკავებულ პირებში და აგრეთვე, ასაკის მატებასთან ერთად.

მისი ფორმულა შექმნილია უახლეს კვლევებზე დაყრდნობითა და უმაღლესი ფარმაცევტული სტანდარტების გათვალისწინებით. ჯოინტეისი არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს, გლუტეინს, შაქარსა და საფუარს.

გლუკოზამინის სულფატი, რომელიც მონაწილეობს ხრტილის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის – კოლაგენის სინთეზში, წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს ჯანსაღი სახსრების შესანარჩუნებლად. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის მიერ მისი პროდუქციის უნარი დაქვეითებულია.

ქონდროიტინის სულფატი გლუკოზამინთან ერთად მონაწილეობს ხრტილის აღდგენის პროცესში. ხელს უწყობს სახსარშიდა სითხის ნორმალურ ფუნქციონირებასა და სახსრის ელასტიურობის შენარჩუნებას. ჯოინტეისი შეიცავს მაღალი ხარისხის დაბალი მოლეკულური წონის ქონდროიტინს.

ჯოინტეისის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები ასევე მონაწილეობენ ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შენარჩუნებაში.

სპილენძი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებასა და მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნის პროცესში.

ვიტამინი D3, თუთია და მანგანუმი ხელს უწყობს ნორმალური ძვლოვანი სტრუქტურის შენარჩუნებას.

ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს ძვლებისა და ხრტილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

გინგერის (კოჭა) ექსტრაქტი წარმოადგენს მცენარეულ პროდუქტს ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

შემადგენლობა:
გლუკოზამინის სულფატი 1000 მგ
ქონდროიტინის სულფატი 400 მგ
ვიტამინი E 40 მგ
ვიტამინი D 10 მგ
ვიტამინი C 60 მგ
ფოლის მჟავა 400 მგ
ვიტამინი B12 20 მგ
თუთია 10 მგ
მანგანუმი 4 მგ
სპილენძი 1 მგ
სელენი 120 მგ
გინგერის (კოჭა) ფესვის ექსტრაქტი 80 მგ


ჩვენება:

პროფილაქტიკა და მკურნალობა:

  • ართროზი
  • ოსტეოქონდროზი
  • სახსრების დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • სახსრებზე მომატებული დატვირთვის დროს სპორტსმენებში
მიღების წესი:
დღეში ორი ტაბლეტი ძირითად საკვებთან ერთად ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით.
ჯოინტეისის მიღებისას რეკომენდებულია ბალანსირებული კვება, უმჯობესია საკვები მდიდარი იყოს თევზის ცხიმით.
პრეპარატი არ მიიღება თევზის ან წყლის ცხოველების მიმართ ალერგიის დროს, ჯოინტეისი შეიცავს ნატურალური ქიტინისგან მიღებულ გლუკოზამინს.
დიაბეტით დაავადებულებმა და ვარფარინით მკურნალობაზე მყოფმა პაციენტებმა პრეპარატის მიღების წინ ნებართავა უნდა აიღონ ექიმისგან. ჯოინტეისის მიღება შესაძლებელია არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.

გამოშვების ფორმა, რაოდენობა: შეფუთვაში N30 აბი.

მწარმოებელი: Vitabiotics, ინგლისი.