დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ქონდროქსილი

ქონდროქსილი

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

გლუკოზამინის სულფატი  - 500 მგ

ქონდროიტინის სულფატი - 400 მგ

მეთილსულფონილმეთანი  - 375 მგ


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქონდროპროტექტორული, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ძირითად საშენ მასალას.მონაწილეობს სასახსრე იოგების და მყესების წარმოქმნაში, გვხვდება სისხლძარღვების, ბრონქების კედელში, კანსა  და ლორწოვან გარსებში. გლუკოზამინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რის შემდგომაც მიეწოდება ხრტილოვან და სხვა ქსოვილებს, სადაც ხდება ამ ქსოვილთათვის აუცილებელი კომპონენტების, მათ შორის ქონდროიტინის სულფატის, სინთეზირება. გლუკოზამინის სულფატს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა, ამიტომ კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ფონზე საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევის შემთხვევაშიც კი. გლუკოზამინი ხელს უშლის სასახსრე ხრტილის რღვევას და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას. გლუკოზამინის სულფატის მაღალი უსაფრთხოება დადასტურებულია კვლევებით, ამიტომ სპეციალისტები თვლიან, რომ გლუკოზამინის სულფატი შეიძლება განვიხილოთ ძირითად საშუალებად რევმატიული დაავადებების ხანგრძლივი კორექციისთვის.

ქონდროიტინის სულფატი მიეკუთვნება მუკოპოლისაქარიდებს. მონაწილეობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების წარმოქმნაში. ხრტილოვან ქსოვილში აუმჯობესებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლას, ახდენს იმ ფერმენტების ინჰიბირებას, რომლებიც არღვევენ სასახსრე ხრტილის სტრუქტურასა და ფუნქციებს, ამცირებს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ პროცესებს.ასტიმულირებს გლუკოზამინგლიკანების სინთეზს, ახდენს ჰიალინური ქსოვილის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ზედაპირების და სასახსრე ჩანთის რეგენერაციას. ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას, ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას, აუმჯობესებს მოძრაობას დაზიანებულ სახსარში. გარდა ამისა, ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის და იოგების ფორმირებაში, სისხლძარღვთა კედლების სიმკვრივის და  ელასტიურობის შენარჩუნებაში. ასევე მონაწილეობას იღებს შარდის კოლოიდების წარმოქმნაში და ხელს უშლის შარდის მარილების დალექვას, რასაც შესაძლოა მოყვეს საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნა. ქონდროიტინის სულფატი აფერხებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას, ამცირებს კალციუმის დაკარგვას და აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის რეპარაციის პროცესებს, ხელს უშლის ოსტეოართროზის პროგრესირებას. გააჩნია ანალგეზიური მოქმედება, ამცირებს ტკივილს სახსარში როგორც მოსვენების მდგომარეობაში, ასევე სიარულის დროს, ამცირებს ანთებით პროცესს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების საჭიროებას. პერორულად  მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, მაქსიმალურ კონცენტრაციას C Max აღწევს 3-4 საათში. გროვდება სახსრის სინოვიურ სითხეში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 13%-, გამოიყოფა თირკმელებით.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ)ორგანული გოგირდის შემცველი ნაერთია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის შემაერთებელი და სხვა სახის ქსოვილების განვითარებისა და ფუნქციების შენარჩუნებისათვის. ორგანიზმში მსმ გვხვდება ხრტილის, ფრჩხილების, კანის, რბილი ქსოვილების შემადგენლობაში. ძუძუმწოვრების ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად მსმ-ის კონცენტრაცია მცირდება. სხვა  გოგირდის  შემცველი  ნაერთებისგან  განსხვავებით მსმ- არა ქვს სუნი, არ  იწვევს  აირების  წარმოქმნას  და  სხეულს  არ  აძლევს  არანაირ სუნს. მსმ ორგანიზმში აუცილებელია სხვადასხვა პროცესების მიმდინარეობისთვის, მათ შორის - კოლაგენის სინთეზი, ჟანგვითი პროცესები უჯრედში, ნახშირწყლების  მეტაბოლიზმი და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნება. მსმ გამოიყენება  სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი, ოსტეოქონდროზი, ტკივილი  სახსრის არეში, სხივ-მაჯის არხის სინდრომი, ალერგია, ანთება, გულძმარვა, რინიტი, თმის პრობლემები (როდესაც  თმაში  კერატინის  შემცველობა  ნორმაზე  დაბალია), პარაზიტული ინფექცია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ასევე კანისა  და  ფრჩხილების  დაავადებები. მსმ აუმჯობესებს მოძრაობას სახსარში, შესაბამისად ეფექტურად  აძლიერებს   სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კუნთების და მყესების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენებები:

ქონდროქსილის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:

ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი 

პოლიართრიტი

ოსტეოქონდროზი

ოსტეოართროზი - პირველადი და მეორადი, სხვადასხვა ლოკალიზაციის, მათ შორის  კოქსართროზი, გონართროზი, წვრილი სახსრების ართროზი

ტრავმული დიზოსტოზი

სპონდილოზი

პერიართრიტი

გაძვალების ენდოქონდრული და ქონდრული დარღვევა

პარადონტოპათია

ფიბრომიალგია

სახსარზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ აღდგენითი პერიოდი

კანის, თმების და ფრჩხილების დაავადებები 


გამოყენების წესი და დოზირება:

ქონდროქსილი ინიშნება 1 ტაბლეტი2-3 ჯერ დღეში. მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.

 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ქონდროქსილის  დანიშვნა  რეკომენდებული  არაა  ბავშვთა  ასაკში, ვინაიდან  არ  არსებობს  კვლევების  მონაცემები  ამ  ასაკში  პრეპარატის  გამოყენების  ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.


გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ქონდროქსილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ქონდროქსილის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.


ჭარბი დოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.


გამოშვების ფორმა: ქონდროქსილი#30. 15 ტაბლეტი ბლისტერში,

NOVATOR PHARMA  დიდი ბრიტანეთი.


მწარმოებელი: “ACONITUM” – ლიტვა.