დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა

დისბიოზი:

დისბიოზი ვითარდება ნაწლავური მიკროფლორის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილების დროს.

ენდოგენური ფაქტორები
 
ეგზოგენური ფაქტორები
კუჭ-ნაწლავის ქრონიკული 
დაავადებები
  ხანგრძლივი დიეტები
კუჭ-ნაწლავის დისკინეზია   არასრულფასოვანი კვება
ცილების, ვიტამინების, საკვები ბოჭკოების, რაფინირე– ბული  საკვები  პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება 
კუჭ-ნაწლავის თანდაყოლილი და 
შეძენილი
 ანომალიები
  ანტიბაქტერიული პრეპარატების ხანგრძლივი 
მიღება
იმუნოდეფიციტური მდგომარეობა   ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება
მძიმე ქრონიკული ინფექციები   ორგანიზმზე საყოფაცხოვრებო და  საწარმოო  ნარჩე–
ნების
 მავნე ზემოქმედება
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი   ჭარბი ულტრაიისფერი დასხივება
ონკოლოგიური დაავადებები   კლიმატური სარტყლის ცვლილებები
ალერგიული დაავადებები   ფიზიკური და ემოციური  ტრესი
ბაქტერიული ინფექციები, კვებითი  ტოქსიკოინფექცია, ჰელმინტოზები   საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება
ორსულობა  
ასაკი (ხანდაზმული, ახალშობილები)  

დისბიოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომები:
  • მეტეროზიმი, მუცლის შებერილობა
  • ტკივილი მუცლის არეში
  • ნაწლავების არასრული დაცლის შეგრძნება
  • შეკრულობა, დიარეა, ან მათი მონაცველობა
  • დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა
  • მადის დაქვეითება
  • ღებინება და გულისრევის 
  • პირში ლითონის გემოს შეგრძნება, კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, კანზე ალერგიული გამონაყარი, ქავილი.

ნაწლავური მიკროფლორა და ალერგია

ალერგია იწვევს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის დაზიანებას, და ამავდროულად, სხვადსახვა მიზეზით გამოწვეული დისბიოზი შესაძლებელია, ალერგიის მიზეზი გახდეს.

კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის დაზიანების დროს ალერგიული პროცესები უფრო მძიმედ მიმდინარეობს, რადგან:

  • საკვებში არსებული ალერგენების ნაწლავებიდან სისხლში გადასვლას ეწინააღმდეგება ნაწლავების ლორწოვანი გარსი, რომლის მთლიანობასა და სიჯანსაღეში დიდი როლი აკისრია ბაქტერიების მიერ გამომუშავებულ მუცინს.
  • ბაქტერიების დიდი რაოდენობა ქმნის პასიურ ბარიერს ნაწლავის სანათურსა და საკვებში არსებულ ალერგენებს შორის
  • ალერგიის გამომწვევ მავნე ნივთიერებებს ბაქტერიები ცხოველქმედების პროცესში იყენებენ და უვნებელყოფენ
  • ლაქტობაქტერიები ამცირებს იმ ნივთერებების გამომუშავებას, რომლებიც ალერგიულ ანთებას იწვევს.

პრო და პრებიოტკების შემცველი საშუალებები აღდგენს ნაწლავურ ფლორას. ჯანმრთელი ფლორა კი ხელს შეუშლის ალერგიის გამოწვევი ნივთიერებების ნაწლავებიდან სისხლში მოხვედრას.

ნაწლავური მიკროფლორა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

პრე და პრობიოტკების შემცველი საშუალებები ხელს უწყობს:

  • ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას  
  • პრობიოტიკების მიერ გამომუშავებული ნივთიერებები აჯანსაღებს სისხლძარღვებს და აწესრიგებს არტერიულ წნევას
  • აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდგომი გართულებების განვითარებას.  

ნაწლავური მიკროფლორა და და კუჭ-ნაწლავის დაავადებები

კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, სანაღვლე გზების დაზიანება, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,  ფერმენტული უკმარისობა, ნაწლავების კუნთების ტონუსის დაქვეითება ან სპაზმი, კუჭ-ნაწლავის პარაზირული, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ყოველთვის იწვევს ნაწლავური მიკროფლორის დაზიანებას.  

პრე და პრობიოტკების შემცველი საშუალებები:

  • აძლიერებს ნაწლავების კუმშვადობას
  • ხელს უწყობს ნაწლავების დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენას, ვიტამინებისა და მინერალების  ათვისებას ორგანიზმის მიერ  
  • იცავს ნაწლავების ლორწოვან გარსს ტოქსინების მავნე ზემოქმედებსაგან
  • ხელს უშლის მავნე მიკრობების გამრავლებას.

ნაწლავური მიკროფლორა და ანტიბაქტერიული საშუალებები

ანტიბაქტერიული საშუალებების ხშირი გამოყენება ლაქტო და ბიდიფობაქტერიების რაოდენობის შემცირებას იწვევს, ამ დროს მრავლდება დაავადებების გამომწვევი მიკრობები. მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინები ასუსტებს ნაწლავების დამცველობით ბარიერს და აქვეთებს იმუნიტეტს.  შედეგად დიარეა, მუცლის ტკივილი, ალერგია, ნაწლავების ანთებითი დაავადებები ვითარდება.

პრე და პრობიოტკების შემცველი საშუალებები აღადგენს:

დაზიანებულ მიკროფლორას, თრგუნავს დაავადების გამომწვევი მიკრობების გამრავლებას და ხელს უწყობს ანტიბაქტერიული პრეპარატების გვერდითი ეფექტების შესუსტებას.