დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
მშობლებისთვის









ძილი

სრულფასოვან ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური ზრდისა და გონებრივი განვითარებისათვის. ძილის ნაკლებობა იმუნიტეტის დაქვეითებას, ხშირ ავადობას, სწავლაში ჩამორჩენას, უხასიათობას და ხშირ შემთხვევაში, დეპრესიასაც იწვევს, ამიტომ მშობელი უნდა ეცადოს:
  • ადრეული ასაკიდან ბავშვი ერთსა და იმავე დროს დააწვნოს დასაძინებლად;
  • დაძინებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე ბავშვმა უნდა დაამთავროს თამაში, მეცადინეობა, ტელევიზორის ყურება და კომპიუტერთან კონტაქტი;
  • საძინებელი ოთახი ძილის წინ აუცილებლად უნდა განიავდეს, იყოს ზომიერი ტემპარატურა, სიბნელე და სიჩუმე, რათა ბავშვის ძილს ხელს არაფერმა შეუშალოს.

                                                    

თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ბავშვი უჩივის უძილობას, ძილის რითმის დარღვევას ან დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციები ხელს უშლის ჩაძინებაში, რეკომენდებულია მელატონინისა და დამამშვიდებელი ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეების შემცველი ნატურალური საშუალებების მიღება.

კალციუმი

კალციუმი ერთერთი ძირითადი სტრუქტურული მიკროელემენტია, რომელიც მოზარდი ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას განაპირობებს.


მუცლადყოფნის პერიოდშივე კალციუმი აუცილებელია ძვლების ზრდისათვის, ნერვული სისტემის, გულის და ჩონჩხის კუნთების სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის.



კალციუმის დღიური ნორმა ბავშვებსა და მოზარდებში:

1-3 წელი
   500 მგ
4-8 წელი
   800 მგ
9-13 წელი
   800 მგ
14-18 წელი
 1200/1300 მგ

საკვებით 1000 მგ. კალციუმის მისაღებად აუცილებელია დღის განმავლობაში:

1 ლ. რძის დალევა ან 300 გ. ხაჭოს ან 1 კგ ბროკოლის მირთმევა.

             

ხშირ შემთხვევაში, საკვებით ორგანიზმის კალციუმის დღიური დოზით შევსება ძალიან რთულია, ამიტომ რეკომენდებულია ისეთი საშუალების მიღება, რომელიც შეიცავს კალციუმს, კალციუმის შეწოვისა და ძვლოვან ქსოვილში მისი ჩართვისათვის აუცილებელ D ვიტამინს, და ასევე ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისათვის საჭირო მინერალებს: სპილენძი, მანგანუმი, თუთია და ბორი.

ჰელმინტები

ჰელმინტები მრავალუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებიც ცხოვრობენ და პარაზიტობენ ადამიანის, ცხოველისა და მცენარის ორგანიზმში.

                                                

ჰელმინტებმა პარაზიტული ცხოვრების წესის გამო დაკარგეს დამოუკიდებელი მოძრაობის უნარი, გაუჩნდათ მათი კომფოტრისათვის აუცილებელი ორგანოები, რომელიც აუცილებელია მასპინძელი ორგანოების კედლებზე მიმაგრებისათვის, შეიცვალა მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა: ნაწლვებში მცხოვრებ პარაზიტებს მთელი სხეულით შეუძლიათ საკვების შთანთქმა, ისინი მიეჩვივნენ მასპინძელ სხეულში დიდი ხნით სიცოცხლეს, ისე რომ დაავადებას ხშირად არა აქვს მკვეთრად გამოხატული ნიშნები.

ჰელმინტებით ყველაზე ხშირად ბავშვები ავადდებიან.

ჰელმინტები მექანიკურად მოქმედებენ ახლომდებარე ორგანოსა და ქსოვილებზე, იწვევენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ალერგიას საკუთარი ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებით, შთანთქავენ საკვებს, ვიტამინებს და სისხლს, რაც შემდეგი კლინიკური ნიშნებით ვლინდება:

  • ტკივილი მუცლის არეში;
  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ნერწყვის დენა, მადის შეცვლა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: დიარეა, შეკრულობა; 
  • დაღლილობა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა;
  • კბილების კრაჭუნი;
  • ალერგიული დაავადებები;
  • პერიანალური ქავილი;
  • სიმაღლესა და წონაში ჩამორჩენა;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

ჰელმინთები და ნაწლავური მიკროფლორა

ნაწლავებში მობინადრე სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებს ორგანულ მჟავებს, წყალბადის ზეჟანგს, ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პარაზიტების ჩასახლებასა და გამრავლებას ნაწლავებში, გარდა ამისა, ნაწლავები ადამიანის იმუნური სისტემის ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ნაწლავური მიკროფლორის დაზიანება იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ზრდის ინფექციური, მათ შორის პარაზიტული დაავადებების განვითარების ალბათობას.

ამიტომ პარაზიტული დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში ძალიან მნიშვენლოვანია პრე და პრობიოტიკების შემცველი ნატურალური საშუალებების მიღება.

ჰელმინთებით ინვაზიის პროფილაქტიკა:

საკვების სწორი კულინარიული დამუშავება, განსაკუთრებით ხორცისა და თევზის პროდუქტების, მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის კარგად გარეცხვა;

სუფთა სასმელი წყლის გამოყენება;

შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) სწორი მოვლა, რეგულარული დეჰელმინტაცია და ვაქცინაცია;

წელიწადის თბილ დროს, როდესაც ბავშვები დიდ დროს ატარებენ ბუნებაში, უნდა გვახსოვდეს ნიადაგიდან, მცენარეებიდან, ველურად მოზარდი ხილისა და კენკროვნებიდან, ასევე წყლიდან ჰელმინტებით ინვაზიის შესახებ, ამიტომ:

არ შეიძლება ნიადაგზე ფეხშიშველი სიარული;

წყალსატევებში ბანაობა;

ყვავილების კრეფის, მცენარეებთან შეხების შემდეგ ხელების პირში ჩადება.


                                              

მშობელმა ბავშვს უნსა აუხსნას ჰელმინთების მავნებლობის შესახებ და ჩამოუყალობის პროფილაქტიკის აუცილებელი ჩვევები:

  • ხელების დაბანა ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე, კვების წინ; 
  • პირადი ჰიგიენისათვის მხოლოდ საკუთარი ნივთების გამოყენება;
  • არ მოიკვნიტოს ფრჩხილები, არ ჩაიდოს პირში ხელები, ფანქრისა და პასტის თავები.

ბავშვებს არ უყვართ ჭარხალი

ჭარხალი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, წარმოადგენს ბუნებრიც ანტისეპტიკურ საშუალებას, ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაავადების გამომწვევი მიკრობების, პარაზიტების ჩანერგვასა და გამრავლებას.


ჭარხალი ეფექტურია ქრონიკული შეკრულობის დროს. ის აუმჯობესებს ნაწლავებიდან სისხლში მინერალების, ვიტამინების შეწოვას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფას.

აღსანიშანვია, რომ ჭარხალი სხვა ბოსტნეულისაგან გამოირჩევა იოდის მაღალი შემცველობით. ჭარხალი შეუცველელი ბოსტნეულია, რადგან იოდის ნაკლებობა ბავშვებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს.

ოჯახის პირობებში გამოწურული ჭარხლის წვენის დალევა ბავშვებს ძალიან უძნელდებათ. ჭარხლის ნატურალური წვენის შემცველი საშუალების მიღება კი მარტივია და ბევრად ეფექტური.