ველკიდი - პასტილი (30 საღეჭი პასტილი)

                                  ველკიდი საღეჭი პასტილები 30 საღეჭი პასტილი



ბავშვის ჯანსაღ განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმისთვის. ძვლის, კუნთების, სისხლის უჯრედების და თავის ტვინის სწრაფი განვითარება საჭიროებს ნუტრიენტების საჭირო მარაგს ორგანიზმში. ველკიდის საღეჭი პასტილები შექმნილი 4-12 წლის ასაკის ბავშვისთვის სრულად აკმაყოფილებს ამ ასაკში გაჩენილ ორგანიზმის მოთხოვნებს. ყოველი კაფსულა შეიცავს 10 პოლივიტამინურ კომპლექსს, რომელსაც დამატებული აქვს შვეიცარული ალპების ალაო და სელის თესლის ზეთი.

ამ უნიკალური კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს ძლიერი იმუნური სისტემის და ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.

პრეპარატში შემავალი სელის თესლის ზეთი წარმოადგენს ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავების წყაროს. ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავა მიეკუთვნება უჯერი ცხიმოვანი მჟავების რიგს, რომელიც საჭიროა პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესში. მას დიდი როლი ენიჭება სახსრების ნორმალური განვითარებისთვის. ომეგა–3 ორგანიზმში გარდაიქმნება 

DHA (დეკოზაჰექსონის მჟავა) და EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა). ეს უკანასკნელნი მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბების პროცესში, არეგულირებენ სისხლში ცხიმების ბალანსს და დადებით გავლენას ახდენენ გონებრივ განვითარებაზე.

შემადგენლობა:

* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

ჩვენება:

  • ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან.
  • უმადობა
  • მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.
  • რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი.

მიღების წესი: ერთი ან ორი კაფსულა დღეში ჩასაღეჭად, სასურველია სადილის დროს. აბი არ უნდა გადაიყლაპოს, არამედ უნდა დაიღეჭოს.

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს, ლაქტოზას, გლუტენს, მარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა: 30 რბილი კაფსულა ბლისტერებზე.

გაცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი.