ველკიდი სიროფი (150 მლ)
                                          ველკიდი საბავშვო სიროფი 150 მლ


ველკიდი საბავშვო სიროფი, ნატურალური ფორთოხლის არომატით, წარმოადგენს იდეალურ ფორმულას 3 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. 14 სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ომეგა–3 თან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისათვის.

მოქმედება: ომეგა–3–ს რკინასთან და თუთიასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რკინა, როგორც ცნობილია, საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის. იგი ასევე წარმოადგენს ზოგიერთი ენზიმის კო-ფაქტორს, რომელიც ენერგიის მეტაბოლიზმში მონაწილეობს.

თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასწავლის და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ–ის და რნმ–ის სინთეზის, ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების და იმუნური სისტემის განვითარებაში.

პრეპარატში შემავალი სელის თესლის ზეთი წარმოადგენს ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავების წყაროს. ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავა მიეკუთვნება უჯერი ცხიმოვანი მჟავების რიგს, რომელიც საჭიროა პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესში.  მას  დიდი  როლი  ენიჭება  სახსრების  ნორმალური   განვითარებისთვის.   ომეგა–3  ორგანიზმში  

გარდაიქმნება DHA (დეკოზაჰექსონის მჟავა) და EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა). ეს უკანასკნელნი მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბების პროცესში, არეგულირებენ სისხლში ცხიმების ბალანსს და დადებით გავლენას ახდენენ არტერიულ წნევაზე.

ველკიდი საბავშვო შეიცავს შვეიცარული ალპების ალაოს ექსტრაქტს, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს სიროფს და ამავე დროს წამოადგენს ბუნებრივი ენერგიის წყაროს.

ვიტამინ D3 და მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია სწრაფად მზარდი ძვლოვანი ქსოვილის და ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის.

ბავშვის ორგანიზმს გააჩნია გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმის და ფოსფორის მიმართ, საკვებიდან მათი ათვისების პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ნუტრიენტის და მათ შორის ვიტამინ D-ს ნორმალური დონის არსებობაზე.

ველკიდის ფორმულა ეყრდნობა უახლეს მეცნიერულ კვლევებს და მთლიანად აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმის მოთხოვნებს ნუტრიენტების მიმართ.

აქვს უგემრიელესი ფორთოხლის და მალტას არომატი, რაც უყვართ ბავშვებს.

ველკიდი საბავშვო შექმნილია მაღალი ფარმაცევტული სტანდარტების მიხედვით.

შემადგენლობა:


* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

ჩვენება:ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 3 თვიდან 5 წლამდე. უმადობა, რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი, მდგომარეობები, როდესაც ვიტამინების გაძლიერებულ ხარჯვას აქვს ადგილი.

მიღების წესი: ბავშვები 3-დან 6 თვემდე 2,5 მლ (ნახევარი ჩაის კოვზი) დღეში. ბავშვები 7 თვიდან 5 წლამდე 5მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში.

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობლებს, ლაქტოზას, გლუტენს, მარილს, ცხიმსა და საფუარს, ალკოჰოლს.

გამოშვების ფორმა: 150 მლ-იანი ბოთლი.

შენახვის პირობები: ინახება 25ْ C ტემპერატურამდე, შეფუთულ მდგომარეობაში, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი.