ველმენი 30 კაფსულა
                                ველმენი 30 კაფსულა


ველმენი წარმოადგენს 28 ძირითადი ბიოელემენტის შემცველ სრულყოფილ ფორმულას, რომელიც შემუშავებულია მამაკაცის ორგანიზმის მეტაბოლიზმისა და ფიზიოლოგიის ყველა სპეციფიური მოთხოვნის გათვალისწინებით.

ველმენი განსხვავდება სხვა პოლივიტამინური კომპლექსებისგან, ვინაიდან მისი ფორმულა შექმნილია ბოლო დროის სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით და ყოველი ინგრედიენტის დონე სპეციალურად გათვლილია მამაკაცის აქტიური ცხოვრების წესისთვის.

ანტიოქსიდანტები, მათ შორის ვიტამინი E, ვიტამინი C, ბიოფლავონოიდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათლეტებისთვის. ვინაიდან ორგანიზმში უნდა მოხდეს თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობის გაუვნებელყოფა, რომელიც წარმოიქმნება ვარჯიშის დროს.

მაგნიუმს B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად დიდი როლი ენიჭება ენერგიის გამომუშავებაში.

კვლევებმა გამოავლინა, რომ მამაკაცის ორგანიზმში ნუტრიენტების არასაკმარისი რაოდენობის შედეგად იკლებს სპერმის რაოდენობაც. ამ მხრივ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუთიას.

მოქმედება:

  • ველმენი ასტიმულირებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას
  • ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას
  • აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი და რეპროდუქციული სისტემის მუშაობას მამაკაცის ორგანიზმში
  • ავლენს ზოგად გამაჯანსაღებელ და დაცვით მოქმედება
  • ველმენის ფორმულა შექმნილია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც პრეპარატი ჩართულია სპორტსმენების პროფესიონალური მომზადების პროგრამაში.

შემადგენლობა:


მკგ=მიკროგრამიმგ=მილიგრამი

ჩვენება: მომატებული ფიზიკური და ემოციური დატვირთვების,ცხოვრების აქტიური სტილის დროსსპორტსმენებისთვისდაუბალანსებელი კვებისას,მავნე ჩვევებისსტრესის და არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების არსებობისას.

მიღების წესი:დღეში ერთი კაფსულა საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით.ველმენის მიღება არ შეიძლება უზმოზე.დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

არ შეიცავს: კონსერვანტებსხელოვნურ საღებავებსგლუტენსმარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა: 15 კაფსულა ბლისტერზეშეფუთვაში 2 ბლისტერი.

გაცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი.