პრეგნაქეა (30 აბი ან 90 აბი)
პრეგნაქეა  30 აბი ან 90 აბი


პრეგნაქეა წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილ და უსაფრთხო პრენატალურ ფორმულას ორსულობის დაგეგმვისას ან უკვე ორსულობის დადგომის შემთხვევაში, ძუძუთი კვების დასრულებამდე. 19 სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების შემცველი დაბალანსებული ფორმულა ითვალისწინებს და აკმაყოფილებს ბოლო დროის ყველა სამეცნიერო კვლევების და მიღწევების მონაცემებს.

პრეგნაქეა შეიცავს ვიტამინ B12 და ფოლის მჟავას ზუსტად იმ რაოდენობას რაც საჭიროა ნაყოფის განვითარებისთვის.

პრეგნაქეა სიფრთხილით არის შემუშავებული ექსპერტების მიერ, ყოველი ინგრედიენტის დონე არის ზომიერ ფარგლებში და არა ჭარბად და რაც მთავარია, ორსულებისთვის უსაფრთხო დონეზე.

ჯანდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, ქალებმა, რომლებმაც დაგეგმეს ორსულობა ორსულობის 12 კვირამდე უნდა მიიღონ 400 მკგ ფოლის მჟავა. თუმცა ფოლის მჟავა ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის 12 კვირის შემდეგაც, ვინაიდან იგი მონაწილეობს ნერვული მილის ჩამოყალიბების და უჯრედების დაყოფის პროცესში. პრეგნაქეა არ შეიცავს ვიტამინი A-ს, რადგანაც მისი ჭარბი დოზა შესაძლოა მავნე აღმოჩნდეს ორსულობის დროს. იგი შეიცავს ბეტა კაროტინს საშუალო დოზით.

ბეტა კაროტინი წარმოადგენს პრო რეტინოლს, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად გარდაიქმნება ვიტამინი A-ად. რის გამოც უსაფრთხოა ორსულისთვის.

განსხვავებით სხვა პრენატალური რკინის შემცველი პროდუქტისგან, პრეგნაქეა წარმოადგენს იდეალურ ფორმულას რკინის ზომიერი შემცველობით. არ არის რეკომენდებული რკინის მაღალი დონე, თუ არ არსებობს ამის აუცილებლობა.

პეგნაქეა ასევე მნიშვნელოვანია ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ამ დროს დედის ორგანიზმის მარაგი ვიტამინებისა და მინერალებისა არის მნიშვნელოვნად შემცირებული. თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება რძის გამომუშავებაში, ხოლო ვიტამინი K ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმში შემადედებელი ცილების ნორმალური დონის არსებობას ვიტამინ E კი ანტიოქსიდანტური მოქმედებით მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

შემადგენლობა:


* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

როდის არის რეკომენდებული პრეგნაქეას მიღება?

მაშინვე, როდესაც დაიგეგმება ორსულობა, რათა ორსულობამდე მოხდეს საჭირო საკვები ნივთიერებებით ორგანიზმის მომარაგება. ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვინაიდან სპეციალური ნუტრიენტები აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისათვის. ასევე, ძუძუთი კვების პერიოდში დედის ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების შესავსებად.

არ შეიცავს:

 

  • ხელოვნურ საღებავებს
  • კონსერვანტებს
  • გლუტენს
  • ლაქტოზას
  • მარილსა და საფუარს

 

მიღების წესი:

ერთი აბი დღეში ძირითად საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება აბის უზმოზე მიღება. არ შეიძლება აბების დაღეჭვა და რეკომენდებული დოზის გადამეტება.