დიაბეტური ვიტამინები (დიაბეტონი პლუს ომეგა-3)

დიაბეტური ვიტამინები პლუს ომეგა 3 მინერალებისა და ვიტამინების შემცველი 28 აბი (იასამნისფერ ბლისტერებში) და ომეგა 3 შემცველი 28 კაფსულა (მწვანე ბლისტერებში)

   

რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის შაქრიანი დიაბეტის დროს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის შესავსებად და ორგანიზმის ზოგადი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის განსაკუთრებით კი გულის, მხედველობისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის. არ წარმოადგენს მეტაბოლური დარღვევების სამკურნალო საშუალებას, არამედ ზოგადად ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს.

ü არ შეიცავს შაქარს                      


დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს

შემადგენლობა:


* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

გამოყენების წესი: დღეში ერთი მინერალებისა და ვიტამინების შემცველი აბი (იასამნისფერ ბლისტერებში) და ერთი ომეგა 3 შემცველი კაფსულა (მწვანე ბლისტერებში). თითოეული მიიღება წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად. არ უნდა დაიღეჭოს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

გაფრთხილება ალერგიის დროს: შეიცავს სოიოს და ზღვის პროდუქტებს.

შენახვის წესი: შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი.