პერფექტილი (30 კაფსულა)
პერფექტილი 30 კაფსულა


პერფექტილი შეიცავს 25 ძირითად აქტიურ ინგრედიენტს, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ჯანმრთელი კანის, თმებისა და ფრჩხილების შენარჩუნებისათვის.

პერფექტილი შეიცავს სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებებს:

-ანტიოქსიდანტები, სელენი, C და E ვიტამინები, იცავენ კანს და თმას თავისუფალი რადიკალების, ულტრაიისფერი გამოსხივების და არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან.

- ბეტა-კაროტინი, თუთია, ბიოტინი, ცისტინი თმის და კანის პროტეინების ძირითად ელემენტებს წარმოადგენენ.

- მინერალები, როგორებიცაა თუთია, მაგნიუმი, სილიციუმი და სპილენძი, მონაწილეობენ შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმში და აუმჯობესებენ თმის, ფრჩხილებისა და კანის სტრუქტურას. ხელს უწყობენ დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას.

-ვიტამინების კომპლექსი და პანტოთენის მჟავა მნიშვნელოვანია თმის ღერის სიჯანსაღისათვის.

-ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტები ტრადიციულად გამოიყენება ჯანმრთელი კანის ფერის შენარჩუნებისათვის.

შემადგენლობა:

* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

ჩვენებები: პერფექტილი რეკომენდებულია მშრალი, დაზიანებული თმის, მტვრევადი ფრჩხილების, გამომშრალი კანისა და თმის ცვენის შემთხვევებში, რომელიც გამოწვეულია პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების დეფიციტით ან დისბალანსით.

გამოყენების წესი: დღეში ერთი კაფსულა სადილთან ერთად. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. პერფექტილი არ მიიღება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა ბლისტერებზე.

გაცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიქსი”, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.