ოსტეოქეა საღეჭი აბები (30 აბი)
ოსტეოქეა საღეჭი აბები 30 აბი


ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი – ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის. იგი შეიცავს კალციუმის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და კო-ფაქტორების სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.

ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

- კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

- მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

- თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.

- ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.

- სპილენძი, მანგანუმი, სელენი, ბორი, ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი ძვლების და კბილების, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის შენარჩუნებას.

შემადგენლობა:

* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

ჩვენება:

 

  • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

 

მიღების წესი: ბავშვები (4-12 წ): ერთი საღეჭი აბი დღეში ერთხელ. მოზრდილები: დღეში 2 საღეჭი აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტენს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა: 10 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 3 ბლისტერი.

გაცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიქსი”, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.