ოსტეოქეა სუსპენზია (200 მლ)
ოსტეოქეა სუსპენზია 200 მლ


ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი – ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის. იგი შეიცავს კალციუმის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და თუთიას სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.

ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

მოქმედება:

კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.

ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.

შემადგენლობა:

* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

ჩვენება:

 

  • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

 

მიღების წესი:

 

  • 1-2წ. 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ
  • 3-12წ. 2ჩაის კოვზი დღეში 2-3 ჯერ
  • მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ
  • ორსულები და მეძუძური დედები: 2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.

 

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, ალკოჰოლს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა: 200 მლ-იანი მუქი ფერის პოლიეთილენის ბოთლი.

გაცემა:ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიქსი”, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.