ჯოინტეისი კოლაგენი (30 აბი)

ჯოინტეისი კოლაგენი 30 აბი



ჯოინტეისი კოლაგენი აბები წარმოადგენს მეცნიერულად შემუშავებულ ფორმულას, ჯანმრთელი სახსრების, განსაკუთრებით ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად.

ჯოინტეისი კოლაგენის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების ზემოქმედებით ვლინდება რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტი, რაც აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას.

მოქმედება: კოლაგენი წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების და კანის მთავარ სტრუქტურულ პროტეინს.

აღმოჩნდა, რომ სახსრის ხრტილის 90%-ზე მეტი წარმოდგენილია კოლაგენი ტიპი 2-ით. რომელსაც შეიცავს პრეპარატი ჯოინტეისი კოლაგენი. იგი განსხვავდება სხვა სახის კოლაგენისგან იმით, რომ დიდი დოზით შეიცავს ჰიდროქსილიზინს. ქონდროციტების უნარი, გამოიმუშაოს ტიპი2 კოლაგენი დამოკიდებულია ამინომჟავა ჰიდროქსილიზინის შემცველობაზე. გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნუტრიენტს ჯანსაღი სახსრების შესანარჩუნებლად. ორგანიზმის უნარი გამოიმუშაოს გლუკოზამინის სულფატი მცირდება ასაკთან ერთად.

ვინაიდან გლუკოზამინის სულფატს აქვს დიდი როლი კოლაგენის პროდუქციაში, ჯანმრთელი სახსრების შესანარჩუნებლად იგი ძალზე მნიშვნელოვანია. გლუკოზამინ სულფატი წარმოიქმნება ორგანიზმში გლუკოზის და გლუტამინის მჟავისგან. მისი როლი მდგომარეობს ჯანმრთელი სახსრების შენარჩუნებაში, ვინაიდან ხელს უწყობს ხრტილის რეგენერაციის პროცესს. გლუკოზამინი ამარაგებს ასაკობრივად ან ტრავმის შედეგად დაზიანებულ სახსრებს ე.წ. საშენი მასალებით. იგი ასევე მონაწილეობს კანის, იოგების, ფრჩხილების, ძვლის, თვალის და გულის სარქვლების რეგენერაციის პროცესში.

გლუკოზამინის სულფატი არ შედის მნიშვნელოვანი რაოდენობით საკვებში, იგი ბუნებრივად გამომუშავდება ორგანიზმის მიერ.

ჯოინტეისი კოლაგენის შემადგენლობაში შედის დაბალმოლეკულური ქონდროიტინი, რომელიც ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ამცირებს კალციუმის დანაკარგს, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენით პროცესებს, აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას, ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის და სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას, ამცირებს ოსტეოართროზის პროგრესირებას და ამსუბუქებს მის სიმპტომებს. ამცირებს აასს-ის გამოყენების საჭიროებას. მიკროელემენტები და ვიტამინები – მათ შორის ანტიოქსიდანტური ვიტამინები C და E. ასევე D ვიტამინი, ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას.

ჯინჯერი (კოჭას ექსტრაქტი) – წარმოადგენს მცენარეულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

შემადგენლობა:


ჩვენება:

  • ართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • სახსრების დაზიანების პროფილაქტიკა სახსრებზე მომატებული დატვირთვის დროს სპორტსმენებში.

მიღების წესი: დღეში 2 აბი ძირითად საკვებთან ერთად. აბი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით.

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, გლუტენს, კონსერვანტებს, შაქარს, მარილსა და საფუარს

გამოშვების ფორმა: 15 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 2 ბლისტერი.

გაცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი.