ჯოინტეისი-პლასტირი (8 პლასტირი)


რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, დაკავებულია ფიტნესითა და სპორტით.

შემადგენლობა:


გამოყენების წესი: პლასტირი ადვილად ეკრობა მუხლის, იდაყვის, კისრის, ზურგისა და მხრების მიდამოს. გამოყენების წინ გაიმშრალეთ კანი. გახსენით ფოლგის პაკეტი, ამოიღეთ ერთჯერადი პლასტირი და მოაშორეთ მას დამცავი ფენა. ოდნავ გაწელეთ პლასტირი და წებოვანი მხარით დააკარით სასურველ ადგილას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაიჭრას უფრო მცირე ზომებად.

ერთი პლასტირის გამოყენება 12 საათის განმავლობაში არის შესაძლებელი, რის შემდეგ ის ახალი პლასტირით უნდა შეიცვალოს.

სახსრების მიდამოში გამოყენების შემთხვევაში პლასტირი დააკარით ოდნავ მოხრილ სახსარს. მოძრავ სახსარზე პლასტირის შენარჩუნებისთვის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ელასტიური ბინტი ან მიკროფორებიანი ლეიკოპლასტი.

მოიშორეთ პლასტირი შხაპის ან აბაზანის მიღების წინ.

გაფრთხილება: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ დაზიანებულ/გაღიზიანებულ კანზე ან თვალებთან ახლოს. კანის სიწითლის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. 10 წლამდე ბავშვებისთვის, ორსულობის წინა პერიოდში და ორსულობის დროს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სოიოსა და ზღვის პროდუქტებზე ალერგიის შემთხვევაში გამოყენება რეკომენდებული არ არის. დიაბეტის შემთხვევაში გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

შენახვის წესი: შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი.