დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ციმბირული ჟენშენი 250 მგ 30 კაფს
რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის, დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის, ასევე იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის.


რას წარმოადგენს სიბერგინის 250მგ კაფსულა?
ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი ძლიერ ადაპტოგენს წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გამძლეობისა და ენერგიულობის შენარჩუნებას. ციმბირული ჟენშენი ეფექტურად გამოიყენება დაღლილობის დაძლევისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობისთვის ყველა ასაკის მამაკაცებსა და ქალებში. HealthAid იყენებს მაღალი ხარისხის და შესაბამისი სიმწიფის ციმბირული ჟენშენის ფესვების სუფთა ექსტრაქტს. 

ციმბირული ჟენშენის კაფსულა სასარგებლოა მათთვის: 
ვინც უჩივის ენერგიულობის ნაკლებობას და დამატებით ენერგეტიკულ სტიმულირებას საჭიროებენ
ვინც ხანგრძლივი დაავადების შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში იმყოფება
ვინც უჩივის დაბალ წნევას 
ვინც კლიმაქსის პერიოდში განიცდის ჰორმონალურ დარღვევებს. 


შედეგი: ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აწესრიგებს წნევას, ამცირებს შფოთვას, გაღიზიანებას, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას, ამცირებს კლიმაქტერულ სიმპტომებს. 

ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას.

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს (საშუალოდ):

რდნ %

ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი (5:1)

(1250მგ ჟენშენის ფესვის ფხვნილის ექვივალენტი)

250მგ

*

* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა 

(ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად) დადგენილი არ არის


გამოყენების წესი: მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი კაფსულა დღეში უზმოზე. ასევე შეიძლება ხსნარის სახით მიღება: ერთი კაფსულა გახსენით და შიგთავსი ჩაყარეთ ერთ ჩაის ჭიქაში, დაამატეთ ადუღებული წყალი და მოურიეთ სრულ გახსნამდე. დაუმატეთ შაქარი ან თაფლი გემოვნებით. 

გაფრთხილება:
საკვების მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებლად მიიღეთ ექიმის კონსულტაცია
არ გამოიყენოთ ჟენშენის შემცველი პროდუქტები ორსულობის დროს, ძუძუთი კვების პერიოდში, მაღალი არტერიული წნევის დროს, გულის რიტმის დარღვევების შემთხვევაში, აგრეთვე მედიკამენტოზური მკურნალობის, განსაკუთრებით, ვარფარინით (ანტიკოაგულანტით) მკურნალობის ან დეპრესიის სამკურნალო მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენების დროს. აღნიშნულ შემთხვევებში და საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: HEALTHAID LTD, HealthAid House, Marlborough Hill, ჰაროუ, მიდლსექსი HA1 1UD, დიდი ბრიტანეთი.