დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ინულაკი
ინულაკი
Inulac

შემადგენლობა:
ა) ფერმენტული  შემადგენლობა/კომპლექსი, რომელიც აუმჯობესებს ენზიმების მოქმედებას:
• ალაოს ექსტრაქტი, მდიდარი ფერმენტებით, რომლებიც ხელს უწყობს სახამებლის დაშლას;
• ანანასის გულის ექსტრაქტის მშრალი ფხვნილი, მდიდარი ბრომელაინით.
• პაპაიას ექსტრაქტის ფხვნილი, მდიდარი პაპაინით.
ბ) პრობიოტიკები
ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები, ჯამური რაოდენობით 1*109(1 მილიარდი ცოცხალი ბაქტერია) თითოეულ აბში.
• Lactobacillus acidophilus;
• Lactobacillus casei;
• Bifidobacterium bifidus.
გ) პრებიოტიკები, (ოლოგისაქარიდები), ნაწლავური მიკროფლორის ზრდის მასტიმულირებელი ინგრედიენტები, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილებში არ იშლება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სასარგებლო მიკროფლორის ნუტრიენტულ წყაროს წარმოადგენს.
• ინულინი;
• ოლოგოფრუქტოზა.
დ) რძემჟავა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავში მჟავა გარემოს შექმნას, რომელიც თავის მხრივ აუცილებელი გარემოა ფერმენტული ტიპის ბაქტერიების (Lactobacillus და Bifidobacterium) სწრაფი ზრდისა და განვითარებისათვის.

ჩვენება:
•  ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა;
• დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს).
•  დიარეა;
•  შეკრულობა;
•  ნაწლავური ინფექციები;
•  კვებითი ალერგიები;
•  ჰიპერურიკემია;
•  ღვიძლის დისფუნქცია;
•  ჰიპერპროტეინული დიეტები;
•  სიმძიმის შეგრძნება და შებერილობა საკვების მიღების შემდეგ;
•  მეტეორიზმი;
•  კოლიტი;
•  გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

მიღების წესი:
რეკომენდებულია 1 საწუწნი აბის მიღება  დღეში ძირითადი საკვების მიღების შემდეგ. პრეპარატის მიღება დაშვებულია  დიაბეტიან პაციენტებში, მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი მიღება რეკომენდებულია ძირითადი საკვების მიღებამდე, გასხვავებით სხვა შემთხვევებისაგან.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოვლენილი არ არის. ამ დროს მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

შეფუთვის ფორმა და დოზა: შეფუთვაში 30 აბი, თითოეული 2 გ.

შენახვის ვადა და პირობები:
ვარგისია წარმოებიდან 36 თვის განმავლობაში.
შეინახეთ დაბალი ტემპერატურის პირობებში.

მწარმოებელი: SoriaNatural, ესპანეთი