დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბიოსედატი
ბიოსედატი

შემადგენლობა:

პასიფლორას ექსტრაქტი
190 მგ
მაგნოლიის ექსტრაქტი 25 მგ
უნაბის ექსტრაქტი 100 მგ
ბარამბოს ექსტრაქტი 100 მგ
მელატონინი 5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მელატონინი - წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედატიური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. აქვს ნოოტროპული მოქმედება, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს.
პასიფლორას   - აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.
მაგნოლია  -  აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს გლუვ მუსკულატურაზე სპაზმოლიზური მოქმედება.
ბარამბოს -  აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური და ჰიპოტენზიური მოქმედება.
უნაბს  -  აქვს სუსტი შარდმდენი, ჰიპოტენზიური, სედატიური მოქმედება.

ჩვენება:

  • ნევროზი, ნევრასთენია
  • უძილობა
  • ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა,გაღიზიანებადობა, ხელების ტრემორი)
  • ქრონიკული სტრესი
  • ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია
  • პრედმენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ქავილით მიმდინარე დერმატოზები
გამოყენების წესი:
1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 1 საათით ადრე.

წინააღმდეგჩვენება:
არტერიული ჰიპოტონია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

გამოშვების ფორმა და რაოდენობა: კაფსულა, №20  

მწარმოებელი: ,, DIFASS“, სანმარინო.