დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბონ ნუი
ბონ ნუი

ბონ ნუი გამოიყენება ღამით ხშირი გაღვიძებისა და ჩაძინების პრობლემების მქონე ბავშვებში.

შემადგენლობა:
კალიფორნიული ყაყაჩო (Ecshoschltzia Californica Chamission), პასიფლორა (Passiflora incarnate L.), ბარამბო (Melissa officinalis L), გვირილა (Matricaria chamomilla L), შაქარი, დემინერალიზებული წყალი, კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის ბენზოატი, ასკორბინის მჟავა (ვიტ C), მსხლის არომატი 0.05%.

ჩვენებები:

ძილის დარღვევა, სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, ღამის გამოღვიძებები, მოუსვენრობა, შფოთვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია პრეპარატი ჩავაწვეთოთ წყალში, რძეში, სითხეში ან დავაწვეთოთ შაქრის ნატეხზე.

დოზირება:

ბავშვები 2 წლამდე: 10-15 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ
ბავშვები 2 წლის ზევით: 20-30 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ.

ინგრედიენტების ზუსტი დოზირება
ინგრედიენტები 100 მლ-ში 30 წვეთში/2 მლ
კალიფორნიული ყაყაჩო 2 გ
40 მგ
პასიფლორა 1.4 გ
28 მგ
ბარამბო 1.4 გ
28 მგ
გვირილა 1.4 გ
28 მგ

ინგრედიენტების დახასიათება
პასიფლორა: გამოიყენება მომატებული აგზნებადობის დროს. ავლენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. აქვეითებს არტერიულ წნევას.
კალიფორნიული ყაყაჩო: არის როგორც ველური ასევე ბაღის მცენარე. შეიცავს ალკალოიდებს ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოიყენება ჰიპერაქტიურობის, უძილობის და ხველის დროს.
ბარამბო: Commision of the German Federal Institute for Drugs and Medical Devices- ის მიერ დამტკიცებულია ბარამბოს მოქმედება “ძილის დარღვევების” და “გასტროინტესტინალური ფუნქციონალური” ჩივილების დროს. ბარამბო შეიცავს ლიმონის სუნის მქონე ეთეროვან ზეთს, ციტრონელს, ციტრალ A და ციტრალ B-ს, რომლებიც ცნობილია თავიანთი სედატიური მოქმედებით.
გვირილა: გვირილა ალტერნატიულ მედიცინაში ცნობილია, როგორც სიცხის დამწევი, სპაზმოლიზური, მატონიზირებელი და ვაზოდილატატორული საშუალება. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების დროს, ამცირებს ტკივილს და ხსნის სპაზმს. გვირილის ყვავილები  როგორც სედატიური საშუალება გამოიყენება ინსომნიის და მომატებული აგზნებადობის დროს.

გამოშვების ფორმა და რაოდენობა: პერორული წვეთები, 50 მლ, №1

მწარმოებელი: GRICAR, იტალია