დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ოსტეოქეა
ოსტეოქეა სუსპენზია 200მლ

გამოყენების რეკომენდაცია:
ოსტეოქეა - №1 ფორმულა გაერთიანებულ სამეფოში, მეცნიერულად შემუშავებულია ექსპერტების მიერ ბოლო დროის კვლევებზე დაყრდნობითა და უმაღლესი ფარმაცევტული სტანდარტების გათვალისწინებით. ოსტეოქეას კარგად დაბალანსებული ფორმულა წარმოადგენს კალციუმის და კო-ფაქტორების მდიდარ წყაროს, რაც ხელს უწყობს ძლიერი ძვლების და კბილების, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის შენარჩუნებას. პრეპარატი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, ალკოჰოლს, ლაქტოზას, ცხიმს, მარილსა და საფუარს.
ძვლოვანი ქსოვილი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭიროა დღიურ რაციონში ნუტრიენტების სწორი შერჩევა. კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. ხოლო ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას. იგი ასევე პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. თუთია და მაგნიუმი ასევე წარმოადგენს  აუცილებელ კო-ფაქტორებს ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისთვის. მაგნიუმს მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის ნორმალური დონის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.
კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ყველა ასაკში.
ასაკის მატებასთან ერთად ძვლოვანი მასის კარგვა მიმდინარეობს როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. თუმცა მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ქალებში ეს პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს შედარებით მამაკაცებთან.
ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი:     2 ჩაის კოვზი (10მლ)

კალციუმი 300 მგ
მაგნიუმი 150 მგ
თუთია 6 მგ
ვიტამინი D3 3,8 მგ

ჩვენება:
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
  • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

მიღების წესი:
ბავშვები (1-2 წელი): ერთი ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
ბავშვები (3-12 წელი): ორი ჩაის კოვზი 2-3ჯერ დღეში.
მოზრდილები: ორი ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.
ორსულები და მეძუძური დედები: ორი ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
 
გამოშვების ფორმა, რაოდენობა: სუსპენზია 200მლ.
                            
მწარმოებელი: Vitabiotics, ინგლისი.