დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
პლანტაგენი
პლანტაგენი
Herbals/Plantago major

შემადგენლობა:
 
აქტიური ნივთიერებები:
12 ლანცეტისებური მრავალძარღვას ფოთლების თხიერი ექსტრაქტი (1:2, 0-2,5); მაექსტრაგირებელი საშუალება - 60% ეთანოლი (V/V). 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: 
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავენ აუკუბინის გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ K-ს, ასკორბინის მჟავას, მწარეებს, ალკალოიდებს, პოლისაქარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.

ჩვენებები: 
ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი საშუალება. ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ავლენს ანტიბაქტერიულ და ამომფენ მოქმედებას.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ხველა ძნელად ევაკუირებადი ნახველით, აგრეთვე პირის ღრუს, ცხვირ-ხახისა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთების შემთხვევაში. 

დოზირების რეჟიმი: 
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 4-ჯერ დღეღამეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 4-ჯერ დღეღამეში.

გვერდითი მოვლენები: 
არ მოიპოვება მონაცემები.

უკუჩვენებები: 
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია: 
იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მისი გამოყენება არ არის წინააღმდეგნაჩვენები.
განსაკუთრებული მითითებები: 
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია.

ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ მოიპოვება მონაცემები.

გამოშვების ფორმა, რაოდენობა: სიროპი, 12% 125 მლ, №1.

მწარმოებელი: Gemi Pharmaceutical, პოლონეთი.