დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
რუბიტალ ფორტე
რუბიტალ ფორტე
Herbal combination

შემადგენლობა:  100 გ 
ტუხტის ფესვების 6% ექსტრაქტი 25.4 გ
საქაროზა 40 გ
ეთანოლი 600
1 გ
ნატრიუმის ბენზოატი 0.1 გ
ჟოლოს სიროფი 33.4 გ
 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები: 
პრეპარატი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი, დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე გაციებით გამოწვეული სხვა დაავადებების სამკურნალოდ:
  • მშრალი ხველა
  • სველი ხველა ნახველის გაძნელებული ევაკუაციით
  • ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა
  • ყელისა და ხახის ტკივილი
  • მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა  
დოზირების რეჟიმი: 
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (15 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები: 
არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უკუჩვენებები: 
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია. 

ჭარბი დოზირება: არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა, რაოდენობა:  სიროპი, 125 მლ, №1.

მწარმოებელი:
Gemi Pharmaceutical, პოლონეთი.