დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ვაგოსტაბილი
ვაგოსტაბილი

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:

კუნელის წყალ-სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი 50 მგ
მელისას სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი 45 მგ
კალციუმის ლაქტატის პენტაჰიდრატი 50 მგ
მაგნიუმის თიოსულფატი 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები: პოლივიდონი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, ჟელატინი, არაბული ფისი, კარნაუბის ცვილი, საღებავი:  ნარინჯისფერ-ყვითელი (E 110).
ტაბლეტის გარსის შემადგენლობა: ფისი, აცეტილირებული მონოგლიცერიდები, პოლივიდონი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სედაციური მოქმედების მცენარეული საშუალება მინერალებით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვაგოსტაბილი არის კომბინირებული პრეპარტი, რომელიც სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების ექსტრაქტების კომპლექსისაგან შედგება.
კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს კაპილარებსა და სისხლძარღვების კედლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზაციას.
მელისა ავლენს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტისპაზმურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.
კალციუმი აუცილებელია გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებისათვის, ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესის განხორციელებისათვის, ასევე მონაწილეობას ღებულობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედების პროცესში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩეენებები:
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, დაღლილობა, გაფანტულობა
  • ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები
  • კლიმაქტერული სინდრომი
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები
  • ნეიროცირკულატორული დისტონია.

დოზირები რეჟიმი:
მოზრდილები:
შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანებული მდგომარეობების დროს ინიშნება: 2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ჭამამდე.
ძილის დარღვევების დროს: 2 ტაბლეტი სადილის დროს და 2 ტაბლეტი ძილის წინ.
ბავშვები:
ძილის დარღვევების დროს: 1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: ვაგოსტაბილის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის კონტროლის ქვეშ.

გამოშვების ფორმა: აბი, №40

მწარმოებელი: Mediolanum, საფრანგეთი.