დღის ახალი ამბები:
ხუთშაბათი, 2017-06-15
აქცია სახალხო აფთიაქში!
ხუთშაბათი, 2017-06-01
სახალხო აფთიაქი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ძვალ-სახსრების დაავადების დროს
რჩევები ჯანმრთელი ძვლებისა და სახსრების შესანარჩუნებლად:

მიიღეთ მზის აბაზანები. მზის სხივები აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნისათვის, D ვიტამინი ძვლებისათვის აუცილებელი მინერალის-კალციუმის ათვისებაში მონაწილეობს.

თავი აარიდეთ დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელების მიღებას. ისინი ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას უწყობს ხელს.

ძვლების სიჯანსაღისათვის კალციუმის გარდა მნიშვნელოვანია სხვა მინერალები: ფოსფორი, ბორი, თუთია, მაგნიუმი, ამიტომ შეეცადეთ, თქვენი საკვები რაციონი მდიდარი იყოს ამ მინერალების შემცველი პროდუქტებით.

არასოდეს დაიკავოთ ტვირთი წინ გამოწვდილი ხელებით, ეს ზრდის ხერხემლის დატვირთვას.

თუ ტვირთი მიგაქვთ, ის აუცილებლად თანაბრად გაანაწილეთ ხელებს შორის.

შეეცადეთ, არ ასწიოთ 10 კგ-ზე მეტი ტვირთი.

თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გიწევთ ჯდომა, პერიოდულად აუცილებლად შეისვენეთ, გაიარ-გამოიარეთ და მსუბუქი ვარჯიში შეასრულეთ.

ზედმეტი წონა ზრდის სახსრებზე დატვირთვას, ყველაზე მეტად ზიანდება მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრები, ამიტომ აუცილებლად დაიკელით წონაში.

ნებისმიერ ასაკში თავი აარიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.

კუნთოვანი სისტემის ტონუსის შესანარჩუნებლად მუდმივად ივარჯიშეთ.



მაღალ ქუსლებზე სისარული ხერხემლის დატვირთვას ზრდის. სასურველია ქუსლის სიმაღლე 2-5 სმ იყოს.

სამუშაოს შესრულებისას არ არის სასურველი დიდხანს ერთ პოზაში ყოფნა, განსაკუთრებით მოხრილ მდგომარეობაში.

კალციუმი აუცილებელია ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნებისათვს. ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 1000-1500 მგ კალციუმი უნდა მიიღოს.

სახსრების სიჯანსაღისათვის აუცილებელია გლუკზამინის, ქონდროიტინის სულფატის, კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის შემცველი საშუალებების მიღება.